ავტოსტოპით ბათუმში და უკან

აგარა. მეჲ და ვახო სამტრედიიდან

იყო დრო, შაბათს ღამე ეკლესიაში ვათენებდი სხვებთან ერთად და სანთლით ხელში სწრაფი და ფრთხილი ნაბიჯებით მოვრბოდი ცეცხლი რომ არ ჩამქვრალიყო. ცხადია, ვერც ერთხელ ვერ მივატანე სახლამდე. ერთ აღდგომას ამ სანთლით ხელში ლიფტშიც კი გავიჭედე. მოგვიანებით ეკლესიაში არა, მაგრამ სახლში მოუთმენლად ველოდი 12 საათს ახლად დამცხვარი გემრიელი პასკა რომ მეჭამა.

ამჯერად ყველაფერ ამის გარეშე უბრალოდ სადმე სხვაგან წასვლა გადავწყვიტეთ, ბათუმში კონკრეტულად. ბათუმში იმიტომ, რომ შორს არის თბილისიდან, შედარებით თბილა, ამ დროს ცოტა ხალხია და ზღვა ისეთია, მე რომ მიყვარს, არა ცურვის დანიშნულებით. Continue reading

ზემოდან დანშნული კაცი გაჩერებაზე

Image

ქარია საზიზღარი უკვე მერამდენე დღეა.

მზეა სამაგიეროდ. ქარიც მძულს და მზეც, მაგრამ ათანაბრებენ ერთმანეთს.

12 გრადუსი? ჰმ..

ერთი მაისური, გახსნილი პერანგი და ნაქსოვი ჟაკეტი მაცვია და როგორც დედაჩემი იტყვის, ‘გაღეღილი’ მოვდივარ.

გაჩერებაზე დავდექი, ეს მოწყობილობაც (ვინ იცის, რა ქვია) აჩვენებს, რომ 88 ზუსტად ხუთ წუთში მოვა. კარგია, ჩამსკრაბერის მუსიკა ზუსტად 5 წუთში დამთავრდება და მერე ფლეილისტს ჩავრთავ.

ვიღაც მხარზე მიკაკუნებს.

- გცივა ხო? ხო გცივა? Continue reading

მე ვიყავი მთვარეზე


ხო მე, უფრო სწორად მე და ჩვენ.

მე და ჩვენ ვიყავით მთვარეზე.

ერთი ჩვეულებრივი საღამო სადღაც რომელიღაც ქალაქში; არ მახსოვს, ამ ქალაქს რა ქვია. სულ ლიანდაგებია ყველგან, მაგრამ ერთი ორი მატარებელი თუ გაივლის დღეში.

მაღალი შავი შენობები ხიდებით უერთდებიან ერთმანეთს. მთელი დღე ვიარეთ ამ უსახელო ქალაქში მე და ჩვენ. სულ ლიანდაგებზე. მინდოდა, ის ადგილი მენახა, საიდანაც მატარებლებს ანაწილებენ. სადღაც მინახავს ეს ადგილი, არ მახსოვს ფილმში, თუ სადღაც კრაკოვსა და ბერლინს შორის გზაზე მატარებლით მგზავრობისას, ან საერთოდაც დამესიზმრა, მაგრამ ღირდა ცდად.  Continue reading

The Wall

გადავწყვიტე ჩემი კედელი ‘გაგიზიაროთ’ ^_^

იმის გამო, რომ ყველაზე ძველი, ყველაზე მახინჯი შპალერია ჩემს ოთახში გაკრული, რაღაცნაირად ვცადე, დამეფარა და არა მარტო. ერთგვარ სალოცავს გავს ჩემი კუთხე :დ

პ.ს ფოტოების სწორად გადაღება დამეზარა :/

საერთო ხედები:

Continue reading

რენტგენი და ძველი ამბავი

ერთი წელი ვწელე, გადავდე, გადმოვდე, დამეზარა ა.შ და ბოლოს ძალით გამაგდეს ჩემი წელის ტკივილის მიზეზის გასაგებად, რენტგენი გადამეღო.

ძველისძველი გაურემონტებელი ‘რაიონული პოლიკლინიკა’ დგას ერთი ვაჟა-ფშაველაზე და მთელი ცხოვრება რაც კი რამე დამმართვნია,  იქ მივყავდი და მივდივარ.

ჯერ ერთი რომ ძალიან ძალიან დიდი და ახლართულია. მესამე სართული მეოთხეზე აღმოჩნდა და მარცხენა ფრთის ნაცვლად რენტგენის გადასაღები კაბინეტი მარჯვნივ. საუკნის ბოდიალის შემდეგ მეოთხე სართულზე ძლივს ვიღაც ქალი შემეფეთა და ზრდილობიანად ვეკითხები:

- მგონი დავიკარგე და ხომ არ იცით, რენტგენი საით არის?

- რისი გადაღება გნებავთ?

- წელის.

- ანუ მალები?

- დიახ!

მობრძანდით.

შემიყვანა ოთახში და კარი ჩაკეტა. ამ ოთახში ადრეც ვიყავი, ქვემოთ მოვყვები. ძალიან დიდი ოთახია, გაურემონტებელი, ფერმკრთალი, უდავოდ სუფთა, მაგრამ რაღაც ძველს და რატომღაც საბჭოთას მოგაგონებს. შუაში აი, ეს სიმახინჯე დგას.

Continue reading

შიდსის მსოფლიო დღე თბილისში

როგორც ვიცი დღეს რამდენიმე აქცია გაიმართა თბილისში აივ ინფექციით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.

“ლგბტ საქართველომ” მხარდამჭერი აქცია საღამოს შვიდ საათზე ვარდების მოედანზე გამართა. დაანთეს სანთლები და სიმბოლურად ულამაზესი წითელი ფრანები გაუშვეს ჰაერში. Continue reading

ტაქსი სამარშრუტო ტაქსის ფუნქციით

როგორც წესი, 12 საათამდე მოკლე მარშრუტიანი სამარშუტო ტაქსები მეტროდან მიკრორაიონებამდე რომ მოძრაობენ, უნდა მუშაობდნენ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ‘უნდა’-ს დონეზე შემორჩა ყველაფერი.

‘ჭკუა ისწავლეს’ 23-ის მძღოლებმაც. 11 საათზე 4-5 კაცი მიჰყავთ პლატოებზე, იხურავენ ქუდს და მიდიან. Continue reading